ხალხის დამოკიდებულება ხელოვნურ ინტელექტზე(AI)
ხელოვნური ინტელექტის იდეა საუკუნეების წინაც იყო აქტუალური. კვლევები მის გარშემო დაიწყო 1956 წელს, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი არის დიდი სიახლე ბევრისთვის. ამ ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარებამ ძალიან დიდი შედეგი გამოიღო, მაგალითად: უფრო სწრაფი, სწორი და ზუსტი პასუხები სხვადასხვა ამოცანაზე, გაუმჯობუსებული კვლევა და ფოტოს გარჩევა, უფრო ადამიანური პასუხები. მას ასევე მისცეს ახალი საქმეებიც. ხალხი მას ხშირად იყენებს ინფორმაციის მოსაძიებლად, role-play მიწერ-მოწერისთვის(როდესაც ადამიანი ელაპარაკება ა.ი.ს რომელიც თამაშობს რაიმე პერსონაჟს), ზოგიერთი მოსწავლე კი მას დავალებების გასაკეთებლადაც იყენებს. ასევე სხვადასხვა კომპანიები ბევრი რამისთვის იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს. ტესლა, გუგლი, ნვიდია, რაზერი, ინტელი და ა.შ. მაგალითად ნვიდია იყენებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას იმისათვის, რომ მათი გრაფიკების ქარდით თამაშის დროს ადამიანს აძლევს ყველა ფრეიმის გააუმჯობესებას ან თვითონ უმატებს ფრეიმებს.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ ყველა სფეროში შეაღწია. ბევრია სადაო მის ზედმეტად გამოყენებაზე და საფრთხეებზე. ბოლო დროს ყველაზე მეტად ამ ტექნოლოგიას იყენებენ თინეიჯერები. ბევრი დავალებებს აკეთებინებს, ზოგი ინფორმაციას იძიებს, ზოგი ჩატბოტებთან საუბრობს. ასევე სამწუხაროდ აკეთებენ არალეგალურ 18+ ვიდეოებს და ფოტოებსაც. ხელოვნური ინტელექტი ბავშვებში ძალიან საშიშია რადგან ისინი კარგავენ უნარს ინფორმაციის მოძიების ან დავალებების სრულყოფილად შესრულების და ხდებიან დამოკიდებული მასზე. ისინი სხვანაირადაც ხდებიან დამოკიდებული და ეს უფრო საშიშია, ზოგჯერ role-play ჩატბოდი ამბობს რომ ნამდვილი ადამიანია და ძალიან ბევრ ბავშვს ატყუებს. ზოგჯერ ეს ჩატბოტები ბავშვებს აყვარებენ თავს და ერთმანეთს შეყვარებულებისავით ელაპარაკებიან და ბევრი შემთხვევა ყოფილა რომ ჩატბოტს სექსუალური რამის გაკეთება უცდია ტექსტში. ცოტა ხნის წინ იყო ისეთი შემთხვევა სადაც 14 წლის ბავშვს შეუყვარდა სამეფო კარის პერსონაჟი და მაგ ინტელექტმა თქვა ისეთი რამ, რომ ბავშვმა თავი მოიკლა. ეს c.ai პლათფორმაზე მოხდა რომელიც არის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ვებსაიტია ამისთვის. ამ ბავშვის მშობლები უჩივლებენ კომპანიას. ეს კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს საკუთარ თავზე და მომხმარებლების მოთხოვნას, გახდეს 18+ პლატფორმა, არ ითვალისწინებს. ისინი უბრალოდ ცდილობენ მათი პლატფორმა ბავშვებისთვის გადააკეთონ და ხალხი ამაზე ძალიან დიდ აჯანყებას აკეტებს. AI მარტო ბავშვებისთვის არ არის პრობლემა, მან ზრდასრულ ხალხმაც მომავალში შეიძლება ხალხს წაართვას საქმეები.
ხელოვნურ ინტელექტს რომც ბევრი ცუდი მხარე ჰქონდეს მას მაინც ბევრი კარგი მხარე აქვს. ის ძალიან დიდი განვითარების საფეხურია საზოგადოებისთვის. ის შედეგიანი და ეფექტრუი მეთოდია ბევრი პრობლემის გადაჭრისთვის და ძალიან ბევრ რამეში არის პროგრამირებული, ისეთ ტექნოლოგიებშიც კი სადაც ვერც კი გამოვიცნობთ, რომ ხელოვნური ინტელექტი მუშაობს.
Comments
Post a Comment